GIZ-ი საქართველო, ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული ინიციატივის „EU4ITD - ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი“ (CESL) ფარგლებში, აცხადებს კონკურსს საპროექტო იდეების მიღებაზე. კონკურსის შედეგად განხორციელდება რეგიონული და „ინტეგრირებული" პროექტების დაფინანსება გურიის, იმერეთის, კახეთისა და რაჭა - ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონებში სამი პრიორიტეტული მიმართულებით: ურბანული განახლება, ტურიზმის განვითარება და შემოსავლების გენერირება/ეკონომიკური გააქტიურება.
პროექტის ძირითადი მიზანია ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების დაბალანსება საქართველოში, რეგიონებიდან მიგრაციული პროცესების შემცირება და რეგიონული ცენტრების განვითარება.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 31 მაისამდე